ულაქტოზო რძის ფორმულა - SL

ჰუმანა SL არის ულაქტოზო რძის ფორმულა, რომელიც გამოიყნება დაბადებიდან იმ ბავშვებში რომლებსაც ახასიათებთ ძროხის რძის ცილის ალერგია. ჰუმანა SL ასევე გამოიყენება გლუტენის, ლაქტოზის, ფრუქტორის,საქაროზის აუტანლობის, გალაქტოზემიის და გლიკოგენოზის 1 ტიპის მკურნალობის დროს.

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა: 250x2

მომზადების წესი

ადუღებული წყალი გააგრილეთ 70°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ. 5-7 წუთის შემდეგ ისევ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე წყლის აბაზანაში. 

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

 

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი. ბავშვს აჭამეთ 40 წთ-ის განმავლობაში!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: გლუკოზის სიროფი; მცენარეული ზეთები; სოიოსცილის იზოლატი; კალციუმის ორთოფოსფატი; ემულგატორი: სოიოს ლეციტინი; კალციუმის კარბონატი; კალიუმის ქლორიდი; კალიუმის ციტრატი; ნატრიუმის ციტრატი; მაგნიუმის კარბონატი; ვიტამინების ნაკრები (ვიტამინი C, ნიაცინი,პანტოთენის მჟავა, ვიტამინი E, ვიტამინი B6, თიამინი, ვიტამინი A, ფოლის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი K, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12) L-ცისტინი; ქოლინის ჰიდროგენტარტრატი; ნატრიუმის ქლორიდი; ტაურინი; L-ტრიპტოფანი, ინოსიტოლი; რკინის ლაქტატი; L-კარნიტინი; თუთიის ოქსიდი; სპილენძის სულფატი; კალიუმის იოდატი; მანგანუმის სულფატი; ნატრიუმის მოლიბდატი.

  • არ შეიცავს ძროხის რძეს

    არ შეიცავს რძის ცილას ,ლაქტოზას, გალაქტოზას,ფრუქტოზას.

  • ცხიმოვანი მჟავები

    მდიდარია ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც შედის დედის რძის შემადგენლობაში. ისინი აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.

  • ამინომჟავები

    ამინომჟავები ცილის სტრუქტურაში შემავალი ნაწილებია, რომელსაც სასიცოცხლო ფუქცია გააჩნია. აუცილებელია ზრდა-განვითარებისთვის.

  • განვითარებისთვის აუცილებელი

    ჰუმანა SL შეიცავს ყველა იმ საჭირო ნუტრიენტს, რაც აუცილებელია ჩვილი ბავშვის განვითარებისთვის ამ ასაკობრივ ეტაპზე.