პლატინი 2

პლატინი 2 ნომერი არის რძის შემცვლელი, შემდგომი კვება 6 თვიდან.

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა:  350გ

მომზადების წესი

ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე.

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი.

მზა საკვები გამოიყენეთ 40 წუთის განმავლობაში!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: დემინერალიზებული შრატის ფხვნილი, მცენარეული ზეთები, ცხიმმოხდილი რძის ფხვნილი, ლაქტოზა, გალაქტო-ოლიგოსაქარიდები (რძიდან), პალმის ბირთვის ცხიმი, ორთოფოსფორული მჟავას კალციუმის მარილები, კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი,  Mortierella alpina-ს ზეთი, ზეთი Schizochytrium sp.-ს მიკროკულტურიდან, მაგნიუმის კარბონატი, L-ფენილალანინი, ვიტამინი C, L-ტრიპტოფანი, L-თიროზინი, ნუკლეოტიდები, რკინის ბისგლიცინატი, ტაურინი, თუთიის სულფატი, პანტოთენის მჟავა, ნიაცინი, ვიტამინი E, თიამინი, სპილენძის სულფატი, ვიტამინი B6, ვიტამინი A, მანგანუმის სულფატი, ვიტამინი D, რიბოფლავინი, კალიუმის იოდატი, ფოლის მჟავა, ვიტამინი K, ნატრიუმის სელენატი, ბიოტინი, ვიტამინი B12.

  • პრებიოტიკით

    GOS -შეიცავს პრებიოტიკს, გალაქტო-ოლიგოსაქარიდებს, რომელიც დედის რძეში შემავალი საკვები ბოჭკოს მსგავსია. ის ჩვილის ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

  • ცხიმოვანი მჟავებით

     LCPUFA - ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები, შედის დედის რძის შემადგენლობაში,აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.

  • ნუკლეოტიდებით

    ნუკლეოტიდები დედის რძის მნიშვნელობანი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

  • განვითარებისთვის აუცილებელი

    ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის 6 თვიდან აუცილებელია.