სამკურნალო რძე დიარეის დროს - HN

ჰუმანა სამკურნალო რძის ფორმულა - HN ბანანით გამოიყენება ჩვილებში და მოზრდილ ბავშვებში დიარეის დროს სიმპტომების გაქრობამდე.

შეგიძლიათ მოამზადოთ რძის ან ფაფის სახით.

 

  • არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს და ხელოვნურ არომატიზატორებს
  • არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნედლეულს
  • არ შეიცავს გლუტენს
  • ნეტო მასა: 300

მომზადების წესი

რძე - ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, გამოსაყენებელი წყლის ნახევარი ჩაასხით ბოთლში და საზომი კოვზის საშუალებით (დანით გადასწორებული) ჩაყარეთ ფხვნილის შესაბამისი რაოდენობა, შეანჯღრიეთ, შემდეგ დაამატეთ დარჩენილი წყლის რაოდენობა, კვლავ შეანჯღრიეთ და მიიყვენეთ 37°C- მდე.

 

 ფაფა - ადუღებული წყალი გააგრილეთ 50°C- მდე, ჩაყარეთ თასში ფხვნილი და დაასხით წყალი. ჩანგლის საშუალებით გახსენით ფხვნილი წყალში და კარგად აურიეთ.

გამოყენების ინსტრუქცია

ყოველი კვების წინ მოამზადეთ საკვები და არ გამოიყენოთ ნარჩენი, არასწორმა მომზადებამ ან ხანგრძლივი დროით დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლება,რაც თავისთავად საზიანოა პატარას ორგანიზმისთვის.

 

საკვების მომზადებამდე გაასტერილეთ ბოთლი და მისი ნაწილები, არ გამოიყენოთ მიკროტალღური ღუმელი. ბავშვს აჭამეთ 40 წთ-ის განმავლობაში, მომზადებისას გამოიყენეთ მხოლოდ საზომი კოვზი!

შემადგენლობა

ინგრედიენტები: ცხიმმოხდილი რძე; ბანანის ფხვნილი (15,3%); გლუკოზის სიროფი; მცენარეული ზეთები; სახამებელი; მალტოდექსტრინი; გალაქტო-ოლიგოსაქარიდების სიროფი (რძიდან), კალციუმის კაზეინატი (რძიდან); ბრინჯის ფქვილი; ნატრიუმის ციტრატი; კალციუმის კარბონატი; L-ცისტეინი, ნატრიუმის ქლორიდი; ვიტამინების ნაკრები (ვიტამინი C, ნიაცინი, ვიტამინი E, პანთოთენის მჟავა, რიბოფლავინი, ვიტამინი A, თიამინი; ვიტამინი B6, ფოლის მჟავა, ვიტამინი K1, ბიოტინი, ვიტამინი D3, ვიტამინი B12); მაგნიუმის კარბონატი; ქოლინის ჰიდროგენ-ტარტრატი; რკინის დიფოსფატი; ინოსიტოლი; კალიუმის ციტრატი; თუთიის ოქსიდი; სპილენძის სულფატი; კალიუმის იოდატი; ნატრიუმის მოლიბდატი; ნატრიუმის სელენატი.

  • ბანანით

    ბანანი კარგად იწოვს სითხეს, შედეგად ამცირებს დიარეის სიმპტომებს.

  • საკვები ბოჭკო

    ·    საკვები ბოჭკოს მაღალი რაოდენობა რომელიც ხელს უწყობს კუჭის მონელების ნორმალიზებას.

  • ცხიმოვანი მჟავები

    მდიდარია ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც შედის დედის რძის შემადგენლობაში. ისინი აუცილებელია ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში, მისი არასაკმარისი რაოდენობის გამო.

  • ექიმის რეკომენდაციით

    ჰუმანა HN არის სპეციალური სამედიცინო საჭიროების მქონდე კვება. გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას და კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.